„ისეთ ფეხბურთელებთან, როგორიც რონალდუა, თუ არ იქნები კონტაქტში, აუცილებლად დაისჯები“ - საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, ლუკა ლოჩოშვილი რონალდუსთან თამაშზე და პოპულარული ფოტოს შესახებ კომენტარი გააკეთა: 

„კარგი ფოტოა, ბევრი გამოხმაურებაც მოჰყვა. უბრალოდ, ემოციური ადამიანი ვარ, სტადიონზეც მიყვარს ემოციების გამოხატვა. არ ყოფილა ის ფაქტი, რომ რონალდუა და ... ვფიქრობ, რომ იმ დონეზე კონტაქტი, რაც მქონდა რონალდუსთან, არ არის ის კონტაქტი რომ პენალტი მოეთხოვა. ალბათ, ხვდება თვითონაც, რომ ისეთი მაღალი დონის მოთამაშეებთან, როგორიც რონალდუა კონტაქტის გარეშე წარმოუდგენელია ყოფნა. თუ არ იქნები  კონტაქტში, ასეთ ფეხბურთელებთან, რა თქმა უნდა, დაისჯები და შეიძლება ცუდად დამთავრდეს შენთვის. რონალდუს რეაქციაც ამაზე იყო, აპელირებდა იმაზე, რაც არ უნდა ყოფილიყო,  საბოლოოდ გადამოწმდა და არც ჩაითვალა...“, - ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.