ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში” გოლიათი ბიჭი დაიბადა - ვაჩე კვერღელიძე 5,600 კილოგრამია. - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს:

"8 იანვარს, ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში” გოლიათი ბიჭი დაიბადა - ვაჩე კვერღელიძე 5,600 კილოგრამია.

ვაჩესთან #ერთად, სამედიცინო ცენტრში მყოფი ახალშობილები - დემეტრე სიჭინავა და ირინე დარჩია მოვინახულეთ. მათ მშობლებს დამდეგი კალანდა მივულოცეთ და საახალწლო საჩუქრები გადავეცით. 

ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ პატარებს!

#ოზურგეთი"- წერს ავთანდილ თალაკვაძე.