ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, კლინიკა "მედალფა"-ში მყოფი "გოლიათი" ბავშვი და მასთან ერთად სხვა ახალშობილები მოინახულა.

ავთანდილ თალაკვაძემ მათ მშობლებს ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„ვაჩესთან ერთად, სამედიცინო ცენტრში მყოფი ახალშობილები - დემეტრე სიჭინავა და ირინე დარჩია მოვინახულეთ. მათ მშობლებს დამდეგი კალანდა მივულოცეთ და საახალწლო საჩუქრები გადავეცით. ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ პატარებს!“- ავთანდილ თალაკვაძე.