ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან ატეხილი სროლის შედეგად ორი „დეპუტატი" დაიჭრა. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ვახტანგ გოლანძიას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. კან კვარჩიას მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.