ნიკოლოზ აზნაურაშვილი პროფესიით იურისტია, აქვს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება; იგი, ასევე, იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას კულტურისა და სპორტის სამინისტროში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე დანიშვნამდე იყო კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.

ქრისტინე კუპრავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის დოქტორანტია; ამავე უნივერსიტეტში ეწევა აკადემიურ საქმიანობას; სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტში. თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე დანიშვნამდე იყო საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.