Reuters-ის ცნობით, 4 თებერვალს, NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი გახდა.

სტოლტენბერგმა თანამდებობა კაბინეტის ცვლილებების ფარგლებში დაიკავა, რადგან სკანდინავიური ქვეყანა ტრანსატლანტიკური სავაჭრო ომის პოტენციურ გავლენას ხედავს.

ვეტერანი პოლიტიკოსი 2000-2001 და 2005-2013 წლებში ნორვეგიის პრემიერმინისტრი იყო. ის დასავლეთის სამხედრო ალიანსს ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს.

Reuters წერს, რომ ახალ თანამდებობაზე სტოლტენბერგის დანიშვნამ შესაძლოა გააჩინოს კითხვები ნორვეგიაში სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.