კონკრეტულ კომპანიას შავ სიაში შესყიდვების სააგენტო სვამს. საქართველოში დაახლოებით 5000 შემსყიდველი ორგანიზაციაა, ვინც სახელმწიფოსთან მუშაობს, - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკო კახეთელიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ძირითადად შავ სიაში კომპანიის შეყვანა მაშინ ხდება, როდესაც ის კონკრეტულ პერიოდში ვერ ახერხებს კონკრეტული სამუშაოს შესრულებას ან სხვა შემთხვევაში, კონკრეტული საქონლის მოწოდებას შემსყიდველი ორგანიზაციისთვის. ამის მიუხედავად, მას შეუძლია ქვეკონტრაქტორად მუშაობა. საქართველოში ძალიან ბევრი კომპანიაა, რომელიც ერთდროულად 2-ზე კი არა, 10 ობიექტზე მუშაობდეს, თუ ამის შესაძლებლობა აქვს“, - განაცხადა კახეთელიძემ.