"ბოდიში, მარა, ვანესა მეი იმ თავის გაუგებარი ჟანრით, ბევრად უარესია, ვიდრე ტოტო კუტუნიო თავისი იაფფასიანი იტალიური შანსონით. ვივალდის გენიალურ მუსიკას მაინც არ აუპატიურებს", - წერს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გავარამია სოციალურ ქსელში.

"ჩვეულებრივი "ტაპიორია" ეგ ვანესა (არ ვიცი ქართული შესატყვისი), ოღონდ ვიოლინოზე უკრავს და ცოტა სიმპატიურია", - წერს გავარამია facebook-ში.

ცნობისთვის, Black Sea Arena-ს სცენაზე, ბრიტანელმა ვირტუოზმა მევიოლინემ და კომპოზიტორმა, ვანესა მეიმ 40 წუთიანი კონცერტი ჩაატარა.