ახსნა მარტივია: მთავარ არხს ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი. - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, "მთავარი არხის" ყოფილი მფლობელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. 


"გარდა იმისა, რომ ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური სტაფი და ყველა სხვა ხელფასს ვერ იღებს, არხი მილევად რეჟიმშია - მიუხედავად იმისა, რომ არხს ფული აქვს, ოქუაშვილი ბლოკავს გადარიცხვებს: 
კომუნალურს
ინტერნეტის
ტექმომსახურების
ტრანსპორტირების
სატელიტის
ანძის
რეიტინგის
შესყიდვების
ყველა დანარჩენს
ეს ყველაფერი ნელნელა ითიშება. 
არხს არ აყიდინებენ რეკლამას. 
აბა, არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ. 
მაღლა მზე იქნება და მთავარის გუნდი ისევ მოგესალმებათ ეთერიდან. ეჭვი არ მეპარება საერთოდ!" - წერს ნიკა გვარამია "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, დღეს "მთავარმა არხმა" გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო "შენი დილა" ვერ გადის ეთერში