,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სანზონის N12 კორპუსში წყალარინების გარე 68 და შიდა 86 გრძივი მეტრი ქსელი იცვლება.
მონტაჟდება სამი საკომუნიკაციო ჭა. სანზონის N11 კორპუსში კი მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლების სამუშაოები დასრულდა. ჯამში, წყალარინების 204 გრძივი მეტრი შეიცვალა და სამი საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ორივე კორპუსთან ასფალტის საფარი დაიგება, უკვე დასრულებულ თუ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 47 720 ლარი არის გათვალისწინებული.