ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი საყრდენი კედელი მოეწყო ნაძალადევის რაიონში, მუხრანის ქუჩა N15-ში გრუნტის დამჭერი კედლის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 42 მეტრი სიგრძის და 3 მეტრი სიმაღლის გზის დამჭერი საყრდენი კედელი აშენდა. ასევე, მოეწყო ლითონის დამცავი ღობე და ბორდიურები.
შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ კორპუსის მცხოვრებლებთან ერთად დაათვალიერეს.
გზის დამჭერი საყრდენი კედლის მოსაწყობად, ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 142 048 ლარი დაიხარჯა.