ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი გია მურღულია წერს: 

თუ არსად წასასვლელი არ გაქვს, დარჩი საკუთარ თავში - იქ მთელ სამყაროს იპოვი.

თუ არ გემღერება, ანდე მელოდია დუმილს -  მასში ყველა ნოტი ცოცხლობს.

თუ სიყვარული არ მოდის, გახდი უფრო ღირსეული და საინტერესო - მას ყოვლისმომცველი თვალები აქვს.

თუ რაღაც არ იცი, გაიხსენე, რომ ზოგჯერ არცოდნა სიმშვიდეა.

თუ დრო ნელა მიდის, მოანატრე ღამეს დღე და დღეს - ღამე.

თუ ბავშვი იღიმება, მადლობა უთხარი სამყაროს, რომ დაიბადე.

თუ სიკვდილი დაგელაპარაკა, დაელოდე ახალ გამოცდილებას.

თუ სიკეთისთვის მადლობა გითხრეს, გადაულოცე ის მომდევნო სიკეთეს.

თუ სევდა მოგეძალა, გაგიხარდეს, რომ სრულყოფილება იგრძენი.

თუ ვერაფერს გრძნობ, ესე იგი, ჯერ არ დაბადებულხარ.

თუ ბედმა გვერდით ჩაგიარა, მოკითხვა დააბარე მეგობართან.

თუ ცოცხლობ, ეცადე იცხოვრო.

თუ ვერასდროს ტირი, მადლობა უთხარი წვიმას.

თუ შეგიძლია იფიქრო, ესე იგი, ჯერ არაფერი დასრულებულა.