კლინიკა "ვივამედში" მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.
დედის თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
"ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა და რომ დგება ხერხემალი სრულიად გადაღუნულია, 100 წლის ადამიანივით, ძლივს მიჩოჩავს. საკვებს იღებს, ასე არ არის, რომ სულ არაფერს იღებდეს, მაგრამ პრობლემაც ეს არის, რომ იღებს, მაგრამ როგორც ჩანს ვერ იწოვს ორგანიზმი. საჩივარი ერთნაირია ყოველთვის. შუალედში მიეცეს შესაძლებლობა, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა," - აცხადებს გიული ალასანია.