მეუფე პეტრე: მინდა შევახსენო პატრიარქს, უფალი მხოლოდ მართალი და წმინდა ადამიანის ლოცვას ისმენს (ვიდეო)

1578395655
ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მმართველმა მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, „ციანიდის საქმემ“ ნიღაბი ჩამოხსნა, ლუსტრაცია მოხდა ეკლესიაში არსებული პრობლემებისა. თუნდაც, პირველი იერარქი, საჭეთმპყრობელი ეკლესიისა თავის პოზიციას არ გამოხატავს. და გამოხატავენ მისი გარემოცვის ადამინები ანტიქრისტიანულად, ეს არი უბედურება.
გუშინ პატრიარქის ეპისტოლეში რომ მოვისმინეთ ლოცვა, მინდა შევახსენო, რომ უფალი მხოლოდ მართალი და წმინდა ადამიანის ლოცვას ისმენს.
როცა პატრიარქმა არაფერი თქვა ამ პრობლემაზე... ფაქტობრივად ახმოვანებენ ასე ბინძურად მისი თანმხლები პირები, თუ ბანდის წევრები, ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, კათოლიკოს-პატრიარქის პასუხისმგებლობა“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.