მეუფე პეტრე: მეუფე იაკობისთვის სოფლის მღვდელზე მეტი პატივი გადაჭარბება იყო

1572173646
"მე მიმაჩნია რომ სოფლის მღვდელზე მეტი პატივი მისთვის იყო გადაჭარბება და ზედმეტი ნდობის გამოცხადება",-ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მეუფე პეტრე ცაავას თქმით, მეუფე იაკობი პატრიარქმა ჩამომიყვანა სნოში როცა მეუფე პეტრე მსახურობდა და მისი ხელდასმულია.
“ჩემი მღვდელმთავრობის პერიოდში ის აღიკვეცა ჩემს მიერ მღვდლად, დადო აღთქმა, რომელიც მან სამწუხაროდ დაარღვია და იკურთხა სოფლის მღვდლად. მე მიმაჩნია რომ სოფლის მღვდელზე მეტი პატივი მისთვის იყო გადაჭარბება და ზედმეტი ნდობის გამოცხადება,-” განაცხადა პეტრე ცაავამ.