ევროპამ ქრისტიანული ღირებულებები დაკარგა. - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. 

'ვუყურებ, ვუყურებ და... სკამი რომ მოიპოვონ, ზოგი ამერიკაში გარბის, ზოგი ბრიუსელში, ზოგი მოსკოვშიც გარბის, ზოგს სხვადასხვა მიზიდულობის ცენტრებიც ექნება. 

ჩვენი ბედი ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ უფალთან ერთად. სირცხვილია, ხომ გაქვთ ოჯახები და თქვენ არ წყვეტდეთ და ვიღაც წყვეტდეს... ვთქვა კახეთში სამეგრელოში აქედან დაგვიძახონ, ხომ არ იქნება ლამაზი? ყველამ თავის შვულს უნდა მიხედოს და აღზარდოს, ჩვენ თვითონ მაგალითის მიმცემები უნდა ვიყოთ.

ხან რას და ხან რა რეზოლუციას იღებენ. მე არც ესტონეთის მიკვირს და არც ლიეტუვის, ჩვენზე ძალიან ცუდ გადაწყვეტილებებს რომ იღებენ. შიში აქვთ, უკრაინაში ომი რომ დამთავრდება, თვითონ არ გახდნენ დარტყმის ობიექტები, თუ საქართველო გახდა დარტყმის ობიექტი, ისინი თავისთავად აირიდებენ დარტყმას. ჩვენ ამას ხელს ნუ შევუწყობთ. არ შეიძლება. ისინი სწორად იქცევიან თავიო ქვეყნის გასმოსახედიდან. აბა თავიანთ თავს ხომ არ დააჩაგვრინებს?!

ევროპამ ქრისტიანული ღირებულებები დაკარგა. მინდა მივმართო ოპოზიციას, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის მიღება უნდათ და იძახიან, ეს არ არის აქტუალურიო. ვენეციის კომისია გვირჩევს, თურმე კონსტიტუციაში შევიტანოთ ცვლილება და უმსგავსობა დავაკანონოთ. თუ კარგად მიაჩნიათ ეს, თავიანთ ქვეყანაში ჰქონდეთ. ჩვენთვის ეს სისულელეა და იმათთვის შეიძლება ჭკვიანური იყოს. ამას საქართველოში ვერ ეღირსებიან! სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ და მაგას არავის გავატანინებთ!“, - აცხადებს მეუფე იაკობი.