მიმართეთ იუსტიციის სახლს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მისაღებად;
🟢 განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს პირველადი ატესტატი გაიცემა უფასოდ მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
📥 ატესტატის მიღება შეუძლია თავად სკოლადამთავრებულს, თუ მას აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, არასრულწლოვანი პირის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს;
💻 მატერიალური ატესტატის მიღების შემდეგ დაინტერესებულ პირს შეუძლია პორტალ − my.gov.ge -დან ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა, რომელსაც დედნის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, განცხადების ჩაბარებისას განმცხადებლისათვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით.
📄 ატესტატის მატერიალური ფორმით მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის 125 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.