ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
,,ამ დღეებში ისეთი რაღაც შეგვემთხვა ქართველებს, რომ განცდა გვაქვს ორნაირი: ერთი არის დიდი ტკივილი, მაგრამ მორწმუნეებში და ვისაც ღმერთი სწამს, ვისაც ღმერთი უყვარს, მოლოდინია დიდი სიხარულის, დიდი სიმშვიდის. ჩვენმა უწმინდესმა, ჩვენმა მამამ, სული მიაბარა უფალს და ერთი უდიდესი მლოცველი შეგვემატა. არ უნდა იმას ბევრი ლაპარაკი, რომ ის არის ეკლესიის მნათობი და ხედავთ, ადამიანი თავის ცხოვრების მანძილზე როგორ უნდა ცხოვრობდეს. რა გვიჩვენა მან, ჰქონდა უდიდესი პატივი. ამოირჩია უფალმა ჩვენი ქვეყნის პატრიარქად. ეს არის ასევე უდიდესი მოვალეობა და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ემსახურება ღმერთს, თავის სამშობლოს, თავის დედა ეკლესიას და თითოეულ მოყვასს".




