მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ მარჯანიშვილზე მომხდარი შემთხვევა გახდა, სადაც მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა.

მათივე ცნობით, ადგილზე გამოძახებულია სამაშველო სამსახური. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.