როგორც პუტინის გარშემოა  შეკრებილი საოცარი ქალები - მარგარიტები, კანდელაკები, აქაც იგივე ხდება, გადაგდებული ძვლის ხათრით ღალატობენ ქვეყანას - ამის შესახებ ყოფილმა პირველმა ლედი მაკა ჩიჩუამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ  მხოლოდ რუსეთი არ არის მტერი, საქართველო ჩართულია ჰიბრიდულ ომში და  ბევრი სახელმწიფო ცდილობს საკუთარი ინტერესების გატარებას.

„დააკვირდით, როგორც პუტინის გარშემო, რაღაც საოცარი ქალები მარგარიტები, თუ კანდელაკები არიან  გაერთიანებულნი, აი ზუსტად კალკირებულად ხდება ჩვენს საზოგადოებაშიც, რაღაც ჯგუფი ადამიანებისა, რომელთაც აქვთ ძვალი გადაგდებული და იმ ძვლის ხათრით, რომ არ დაკარგონ, ღალატობენ ჩვენს ქვეყანას, პროგრესს, წინსვლას, რომელიც არაერთხელ გვაჩვენა ევროპამ და დასავლეთმა“ - აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.