კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა. ამავე დროს, ჟურნალისტების საქმიანობას ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი მოძველებული კანონმდებლობა აფერხებს. " - ამის შესახებ სახალხო დამცველი 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.
"პრობლემურია საქართველოს პარლამენტში მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისათვის ამოქმედებული სპეციალური წესები, რომლებიც აკრედიტებულ ჟურნალისტს საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინტერვიუს შეწყვეტას ავალდებულებს.
ამ წესებმა მედიის ნაწილს მოვლენების გაშუქების შესაძლებლობა შეუზღუდა.
უფლებადამცველთა წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციისა და სტიგმატიზების კამპანიების პარალელურად შემაშფოთებელი იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტების ინიციირება, რომლებიც არ შეესაბამებოდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტებს.
სამწუხაროდ, 2024 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახავი შეიძლება გახდეს. სახალხო დამცველმა, არაერთი აქტორის მსგავსად, მოუწოდა პარლამენტს უარი ეთქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე." - ნათქვამია ლევან იოსელიანი ანგარიშში. სრული ვერსია იხილეთ ბმულზე https://shorturl.at/CesTp