ქალებს ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ პოლიტიკაში და ამ პირობებში კიდევ უფრო მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მიმართ რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი, ან დამამცირებელი კომენტარების გაჟღერება,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის დამუნათება, ე.წ. დაბულინგება განსხვავებული პოლიტიკური თუ ნებისმიერი მოსაზრების გამო. მითუმეტეს როდესაც საუბარია ქალებზე. ქალებს ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ პოლიტიკაში და ამ პირობებში კიდევ უფრო მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მიმართ რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი კომენტარების გაჟღერება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.