საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით 2023 წელს73 გამოვლენილი 24 ქალის მკვლელობის ფაქტიდან, 16 - ოჯახური დანაშაულის ნიშნით, 8 კი - არაოჯახური დანაშაულის ნიშნით არის ჩადენილი.
"ქალის მკვლელობის მცდელობის გამოვლენილი 27 შემთხვევიდან 20 - ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი, ხოლო 7 - არაოჯახური დანაშაულის ნიშნით. საერთო სტატისტიკური მონაცემიდან, პროკურატურამ ფემიციდი გამოკვეთა 9 შემთხვევაში, ხოლო ფემიციდის მცდელობა - 14 შემთხვევაში.
მიმდინარე საანგარიშო წელს, განსაკუთრებით მძიმე იყო 14 წლის აითაჯ შახმიროვას გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი.
ეს შემზარავი მკვლელობა არ არის განყენებული შემთხვევა და ძალადობის პრევენციის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზების შედეგია. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს მუშაობის გაძლიერების საჭიროებას პრევენციის მიმართულებით - დამოკიდებულებების გარდასაქმნელად, გენდერულ სტერეოტიპებზე დაფუძნებული ტრადიციებისა და მავნე პრაქტიკების აღმოსაფხვრელად.
სახალხო დამცველის მიერ ფემიციდის მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილი საქმეებიდან, 79 დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ გაიზარდა ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის საქმეებზე გენდერის ნიშნის გამოკვეთის მაჩვენებელი, თუმცა რიგ საქმეებში, როგორც გამოძიების, ისე სასამართლო ეტაპზე კვლავ პრობლემურია გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის გამოკვეთა.
მონიტორინგმა ასევე გამოავლინა პროკურატურის არაერთგვაროვანი პრაქტიკა იმ ბავშვების დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, რომლებიც შეესწრნენ ფემიციდის/ფემიციდის მცდელობას ან გაიგონეს მსხვერპლის ხმა.
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაზარალებული ქალები მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის უკიდურესი ფორმის შემთხვევაშიც კი, ოჯახის წევრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარს ამბობენ, რაც კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ფემიციდის მცდელობის საქმეებში მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორის პრიორიტეტულად ჩართულობის და დაზარალებული ქალების სათანადო
ფსიქოემოციური მხარდაჭერის აუცილებლობას.
სამწუხაროდ, 2023 წელსაც იკვეთება შემთხვევები, როდესაც, შესაძლო ძალადობის შესახებ სახელმწიფოს ინფორმირებულობის მიუხედავად, ქალის მკვლელობის/მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა." - ნათქვამია სახალხო დამცველი ანგარიშში. სრული ვერსია იხილეთ ბმულზე https://shorturl.at/CesTp