ჩვენ ყველგან და ყველაფერში სუსტები ვართ - ხვიჩა კვარაცხელია არის გამონაკლისი. რა თქმა უნდა, საზოგადოებაც სუსტია იმიტომ, რომ სხვა საზოგადოებას ვერ გაუბედავდნენ ამდენს - ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვაგრძნობინოთ იმ ადამიანებს, რომელთა მხარდაჭერით სარგებლობს ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია, უნდა ვაგრძნობინოთ, სახეში უნდა ვუთხრათ, რომ ისინი დღეს სამშობლოს ღალატობენ. ხელი არ უნდა ჩამოვართვათ, არ უნდა მოვეფეროთ, საზოგადოებას აქვს შესანიშნავი იარაღი. არ მომწონს კიდევ, რომ პოლიტიკის გამო არ უნდა ვიჩხუბოთ, რას ლაპარაკობთ ხალხნო, ვიღაცები რუსეთში მიგვათრევენ და რას ჰქვია არ ვიჩხუბოთ. ახლა საჩხუბარი მომენტი დადგა და არ შევარჩინოთ. რომ დაინახავენ, ზურგს შეაქცევენ და არსად მათი დანახვა არ უხარიათ, ძალიან სხვანაირად ამღერდებიან. ვაგრძნობინოთ მაინც.
ოპოზიციის ლანძღვა უაზრობაა, მასობრივი არასწორი მოვლენაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველგან და ყველაფერში სუსტები ვართ - ხვიჩა კვარაცხელია არის გამონაკლისი. დანარჩენში სუსტი ვართ ჩვენ, საზოგადოებაც სუსტია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა საზოგადოებას ვერ გაუბედავდნენ ამდენს “- აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.