გილოცავთ "ოცნებას", თქვენ თქვენი დედალი ალისტრახო გყავთ - ასე ემარება პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებულ ქუჩის ინციდენტს, სადაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
"ლევან ბერძენიშვილს ერეკლე მეორესთან დაკავშირებით კატეგორიულად არ ვეთანხმები. უფრო მეტიც მისი დასკვნები ერეკლეს პრორუსულობაზე არის ძალიან არასერიოზული, მცდარი და უგუნურიც კი. არაერთ ეთერში მითქვამს მზად ვარ ვედებატო ამ თემაზე თქო, მაგრამ არც ერთ არხს ეს დებატები არ დაუგეგმავს. თუმცა, ამის მიუხედავად ვიღაც ოცნებისტი გოგოს უზრდელობა მამის ტოლა კაცთან არის გულისამრევი. ნაციონალების დროს საზიზღარი ტელევიზია რომ იყო სახელი არც მახსოვს, ის კადრულობდა ასეთ ალისტრახოობას და ეგაა ზუსტად. გილოცავთ ოცნებას თქვენ თქვენი დედალი ალისტრახო გყავთ! დარწმუნებული ვარ მაგ დედალ ალისტრახოს ერეკლე მეორეზე ნახევარი გვერდი არც აქვს წაკითხული, მაგრამ უზრდელობაში აშკარად ჩემპიონია. ლევან ბერძენიშვილს არც არაფერი დაკლებია ამით, იმ უზრდელმა გოგომ გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე და ოცნებამ კიდევ დეგრადაციის ღრმა ტენდენცია." - წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ: ტვ POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"ერეკლე მეფე გმირი იყო და თქვენ არაკაცი ხართ", - ეუბნება ბერიძე ბერძენიშვილს და ამატებს, რომ ამას "მთელი საქართველოს" სახელით ამბობს.