ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ხევძმარის N15-თან სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 215 გრძივ მეტრზე გოფრირებული მილები ეწყობა, ასევე, მონტაჟდება 12 საკომუნიკაციო ჭა.
სანიაღვრე სისტემაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის საფარი მოწესრიგდება. 2 კვირის წინ ხევძმარის N3-სა და N15-ში გზის დამჭერი საყრდენი კედლები მოეწყო. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
მიმდინარე სამუშაოების საპროექტო ღირებულება 89 900 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.