წარმოიდგინეთ მოწყობილობა, რომელიც თქვენს სახლს, ეზოს თუ ავტომობილს პროფესიონალურ სტანდარტებით წმენდს - და თქვენ მხოლოდ ღილაკზე დაჭერა გჭირდებათ. გერმანული კომპანია კერხერი სწორედ ასეთ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს უკვე ათწლეულებია. კერხერის მაღალი წნევით რეცხვის აპარატები აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს, მარტივია მოხმარებაში და მაქსიმალურად ეფექტურ შედეგს მინიმალური ძალისხმევით აღწევს. მრავალწლიანი გამოცდილების მანძილზე დახვეწილი ტექნოლოგია საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს პროფესიონალური წმენდის ეკვივალენტი შედეგი - პროფესიონალური მომსახურების გარეშე.
კერხერის მაღალი წნევით რეცხვის აპარატები მრავალფუნქციური და მომხმარებლის საჭიროებებზე ადაპტირებადია. მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ზედაპირის გასაწმენდად - დაწყებული ტერასიდან, დამთავრებული სახლის ფასადით. მნიშვნელოვანია, რომ აპარატის მუშაობის პრინციპი მაქსიმალურად მარტივია: საკმარისია მისი მიერთება წყლისა და დენის წყაროსთან და შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ წმენდის პროცესი. ხოლო თუ სპეციალურ აქსესუარებსაც გამოიყენებთ, აპარატი ნამდვილ უნივერსალურ დამხმარედ იქცევა - სპეციალიზებული თავაკებით შესაძლებელია სხვადასხვა მასალის იატაკების, ავტომობილის, ბაღის ავეჯის, ტერასების, მილებისა თუ წყალსადინარი ღარების წმენდა.
წყლის წნევის რეგულირების ინოვაციური სისტემა უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას სხვადასხვა ტიპის ჭუჭყისთვის. წნევა ყველაზე ძლიერია უშუალოდ საქშენთან ახლოს, რაც საშუალებას იძლევა ძნელად მოსაცილებელი ჭუჭყი უფრო დაბალი რეჟიმზეც კი ეფექტურად მოშორდეს. მსუბუქი დაბინძურებისა და მგრძნობიარე ზედაპირების უპრობლემოდ გასაწმენდად კი საჭიროა მხოლოდ თავაკის მოშორებით დაჭერა - მანძილის გაზრდასთან ერთად წნევაც შემცირდება.
თუ ტექნოლოგიური ინოვაციები გიყვართ, განსაკუთრებით დაგაინტერესებთ SMART CONTROL სერია, რომელიც პირველ მაღალი წნევით რეცხვის აპარატს მობილური აპლიკაციის დახმარებით მართავს. ეს სერია Bluetooth-ით უკავშირდება Home & Garden მობილურ აპლიკაციას, საიდანაც შესაძლებელია რეჟიმებისა და დროის დარეგულირება და კონკრეტული ამოცანებისთვის ოპტიმალური პარამეტრების შერჩევა. ამასთან აპლიკაცია მომხმარებელს თავად სთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს და ავტომატურად არეგულირებს წნევის დონეს სხვადასხვა ზედაპირისთვის. ცალკე აღსანიშნავია Boost რეჟიმი, რომელიც 30-წამიან ინტერვალში დამატებითი სიმძლავრით წმენდს განსაკუთრებით რთული ჭუჭყის მოსაშორებლად.
POWER CONTROL სერია განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ენერგიის მოხმარების ეფექტური მართვა დასუფთავების პროცესში. ამ სერიის აპარატები აღჭურვილია სპეციალური პისტოლეტითა და გამფრქვევით, რომლებიც საშუალებას იძლევა მარტივად დარეგულირდეს წყლის წნევა სხვადასხვა ტიპის ჭუჭყის მოსაშორებლად. ტელესკოპური სახელური უზრუნველყოფს მოხერხებულ ტრანსპორტირებას. K3 მოდელიდან მოყოლებული, მიმდინარე წნევის დონე აისახება პისტოლეტზე, რაც აადვილებს კონტროლს წმენდის პროცესში.
მომხმარებლებმა, რომლებისთვისაც მთავარი პრაქტიკა და სიმარტივეა, პირველ რიგში კერხერის STANDARD და CLASSIC სერიებს უნდა მიაქციონ. STANDARD სერიის მოდელები მაღალფუნქციური აპარატებია მინიმალისტური დიზაინით, რომელიც მოდელების ყველაზე ფართო ვარიაციას გთავაზობთ (თუმცა ნაკლებად ინოვაციური მახასიათებლებით). CLASSIC სერია კი იდეალურია მათთვის, ვინც კომპაქტურ, მარტივად გადასაადგილებელ მოწყობილობას ეძებს, ისეთს რომელიც თავისუფლად თავსდება ავტომობილის საბარგულში.
სხვადასხვა სერიის მოდელებს სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლები აქვთ, მაგრამ ყველა მათგანს აერთიანებს გერმანული ხარისხის სტანდარტები. კერხერი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს წარმოების პროცესს - თითოეული აპარატი გადის მკაცრ ხარისხის კონტროლს, რაც განაპირობებს მათ მაღალ საიმედოობას და ხანგრძლივ მუშაობას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ასპექტები - კერხერის აპარატებში ოპტიმიზებულია წყლისა და ენერგიის მოხმარება, კონკურენტ პროდუქტებთან შედარებით ეს მოდელები 20%-ით ნაკლებ წყალსა და 10%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ. ეს მიდგომაა არა მხოლოდ ეკოლოგიურ ჭრილშია მნიშვნელოვანი, არამედ ფინანსურშიც: შესამჩნევ ეკონომიურ სარგებელს სთავაზობს მომხმარებელს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მოდელების მრავალფეროვნების წყალობით, კერხერის მაღალი წნევით რეცხვის აპარატები უკვე ათწლეულებია პირველი არჩევანია როგორც საყოფაცხოვრებო, ისე პროფესიონალური გამოყენებისთვის. მრავალფეროვანი მოდელები საშუალებას აძლევს მომხმარებელს აირჩიოს მისთვის ოპტიმალური ვარიანტი, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციური ფუნქციები უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას დასუფთავების პროცესში. კერხერის პროდუქცია უკვე 90 წელია ხარისხის, ინოვაციის და საიმედოობის სინონიმია, რასაც ადასტურებს მილიონობით კმაყოფილი მომხმარებელი მთელ მსოფლიოში.