რიკოთის საავტომობილო გზის ახალი, 27-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნას თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გამოეხმაურა.

„ძალიან სასიამოვნოა ის, რომ გუშინ [რიკოთის საავტომობილო გზის] კონკრეტული მონაკვეთი დასრულდა. გადაადგილება კიდევ უფრო გამარტივდება. ეს არის საუკუნის პროექტი და როდესაც სამუშაოები დამთავრდება, ძალიან მარტივად და სწრაფად იქნება შესაძლებელი მაგალითად თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან თბილისში ჩამოსვლა. ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა კალაძემ.