მადლობა გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გატანილი პირველი გოლისთვის!
მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს დღევანდელი დღისთვის! - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველ მატჩს ეხმაურება.
„ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე; ვნახეთ მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება.
მადლობა გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გატანილი პირველი გოლისთვის!
მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს დღევანდელი დღისთვის!
წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო მეტი შემართებით, მეტი მონდომებით წარსდგება.
წარმატებები ეროვნულ ნაკრებს და ჩვენს ქვეყანას!“ - წერს კახა კალაძე.