თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
ღრმად მწუხარებას გამოვთქვამ თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დატრიალებული ტრაგედიისა და ადამიანების დაღუპვის გამო. ჩემი ფიქრები თურქეთის ხალხსა და ხელისუფლებასთანაა." - წერს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სიღნაღთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სატვირთო ბორტი, რომელიც ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით - ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა
I’m deeply saddened by the tragedy and the loss of life in the crash of the Turkish military aircraft. My thoughts are with the people and authorities of Turkey.
— Kakha Kaladze (@kakhakala) November 11, 2025















