ნაძალადევის რაიონში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. მარიამ ივანიშვილი-დემურიას ქუჩაზე, 2 900 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტში 270 000 ლარი არის გათვალისწინებული.
„ამ ქუჩაზე გზა ფაქტობრივად არ არსებობდა, იყო მხოლოდ გრუნტიანი საფარი. თავდაპირველად, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. აღნიშნული სამუშაოების შემდეგ დაიგო ასფალტის საფარი. ახლა კი, მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდება. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩვენს რაიონში მომავალშიც კიდევ ბევრ ქუჩაზე გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
მიმდინარე სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.