გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, შოთა მიქატაძის  ქუჩის კეთილმოწყობას განახორციელებს. აღნიშნულ მისამართზე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოაწესრიგა, გამგეობამ კი გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო.

სამუშაოების შედეგად  4 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე  ასფალტის საფარი შეიცვლება.

აღნიშნული პროექტისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 425 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოების დაწყებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.