თვითმხილველები ამბობენ, რომ მომხდარის შედეგად, ბათუმის ავტოტრანსპორტის ავტობუსი დაზიანდა.

შემთხვევის ადგილზე შეკრებილთა ინფორმაციით, წყლის ნაკადმა, ასევე, დააზიანა ინფრასტრუქტურა, წყალი შევიდა კომერციულ ფართებსა და საცხოვრებელ ბინებში.

გორგილაძის ქუჩა პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.