საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ამჯერად, დიდ დიღომში, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და 7 770 კვ. მ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი იგება. აქამდე ადგილობრივ მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ.
პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 184 999 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.