"სამართლიანი არჩევნების" დაკვირვებით, საარჩევნო უბნების მნიშვნელოვანი ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ გადანაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ მახასიათებელს". ამასთან დაკავშირებით ISFED-ი ინფორმაციას ავრცელებს.
⭕ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ ცესკოს მიერ მოწოდებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ:
📌 275 საარჩევნო უბანზე ერთიანი სიიდან კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტზე მაღალია. მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე ეს გადახრა კაცი ამომრჩევლების მეტობითაა გამოხატული, 32 საარჩევნო უბანზე კი - ქალი ამომრჩევლების;
📌 მოცემული 275 უბნიდან, 67 საარჩევნო უბანზე კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონე ქალებისას 30-ზე მეტი პროცენტული პუნქტით სჭარბობს, 12 საარჩევნო უბანზე კი ამდენივე პროცენტული პუნქტით აღემატება არჩევნებში გამოცხადებული ქალების წილი კაცებისას;
📌 23 საარჩევნო უბანზე გამოცხადებული კაცი ამომრჩევლების რიცხვი ერთიან სიაში რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლების რაოდენობას აღემატება. მათ შორის, სულ მცირე 6 საარჩევნო უბანზე მისული კაცი ამომრჩევლების წილი 100%-ზე მაღალია იმ თეორიული დაშვებითაც კი, თუ მოცემულ უბნებზე სპეციალურ სიაში რეგისტრირებული ყველა ამომრჩეველი კაცი იყო.
🔗 ვრცლად: https://shorturl.at/rF15u - ნათქვამია "სამართლიანი არჩევნების" გავრცელებულ ინფორმაციაში.