მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საძიებო სამუშაოებში, მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, მერიის სამსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს.

 "მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საძიებო სამუშაოებში, მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მერიის სამსახურებს, მათ მაქსიმუმი გააკეთეს და მადლობა ამისათვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს ფონიჭალაში, 5 -სართულიანი საცხოვრებელი კორპუსში სავარაუდოდ აირის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. 

ნანგრევებიდან ამოვიყვანილია 6 გარდაცვლილი, 5 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.