საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სანდრო ბაზაძეს ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს.
პრემიერი აღნიშნავს, რომ სანდრო ბაზაძემ ქართული სპორტის ისტორიული მომენტი შექმნა - იგი პირველია საქართველოდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო. “სანდრო ბაზაძემ ქართული სპორტის ისტორიული მომენტი შექმნა - იგი პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო. ვულოცავ სანდროს, ჩვენს მოფარიკავეთა ნაკრებს და მთელ საქართველოს. შემდგომი წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს!”-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.