საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ეს განცხადება დღეს ზუგდიდში გააკეთა, სადაც საკუთარი მამის ბიუსტის  გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა. მამია ალასანია საქართველოს ეროვნული გმირი იყო.

„ბედნიერი დღეა არა მარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის იმიტომ, რომ ეროვნული გმირების სახელების უკვდავყოფა ჩვენი საზრუნავია. მამია ალასანიას დაღვრილი სისხლი მინდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის უსისხლოდ გამთლიანება...

პოლიტიკაში დაბრუნებას ჯერ არ ვფიქრობ ",- ამბობს ალასანია.