არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენს ქვეყანასა და ქართველ ხალხზე მოამაგე ადამიანს, დიდ ქველმოქმედსა პატრიოტს ბატონ ბიძინა ივანიშვილს უსამართლოდ მიაყენონ ზიანი და ცილი დასწამონ. - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ე.წ. სპეცოპერაციის შედეგად მოკლული ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
"რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მის გვერდით ვართ და საჭიროების შემთხვევაში, ერი და ბერი დადგება ფეხზე." - წერს ია მეტრეველი.