საჭმელი მიმაქვს და ნახევარზე მეტი უკან მომაქვს, ვერ ეკარება - ყველაფერი მოწამვლიდან გამომდინარეობს - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
„დღეს თავს ცუდად გრძნობდა, საჭმელი მიმაქვს და ნახევარზე მეტი უკან მომაქვს, რადგან ვერ ეკარება. იმიტომ კი არა, რომ ეს სპეციალურად კეთდება, უბრალოდ არ შეუძლია, ადამიანს გულისრევა და უამრავი პრობლემა აქვს, რის გამოც ვერ ღეჭავს, ყველაფერი მოწამვლიდან გამომდინარეობს. დღეს არ ვიცი, მაგრამ წინა ვიზიტზე დაკლებული იყო. ტემპერატურა წინადღეებში 38 გრადუსზე ზემოთ ჰქონდა, წონა და ტემპერატურა მუდმივი პრობლემაა. გარედან ძალიან დიდი ინტერესია, „ნიუ იორკ თაიმში“ ნეითან შარანსკის სტადია გამოქვეყნდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ეხება “, - აღნიშნა გიული ალასანიამ.