არავითარი ინფორმაცია და არც იმედი არა მაქვს, რომ ვინმე პოლონელ ექიმებს შემოუშვებს, რადგან როგორც ჩანს, არის დასამალი რაღაც, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
„მითხრა, წნევა მქონდა 140/100-ზეო. რა ვიცი, რა გითხრათ, კარგი არაფერი არ არის. რაღაც მედიკამენტებს აძლევენ, რას ზუსტად არ ვიცი. მთავარი მისი პრობლემა რაცაა, ესაა მძიმე მეტალები, რომელიც არის მის ორგანიზმში, ამას ეს ექიმები უარყოფენ, აქედან გამომდინარე ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ არ აკეთებენ დეტოქსიკაციას. არც სწამთ საერთოდ, არც სჯერათ, ამათ სჯერათ უფრო სამხარაულის ექიმების დასკვნის და არ სჯერათ კალიფორნიის ექიმების, გერმანიის ექიმების“, - განაცხადა გიული ალასანია.