გიული ალასანია კლინიკაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების შესვლას ითხოვს - მიხეილ სააკაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი 58 კილოა და თავს ცუდად გრძნობს.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან სუსტი და ძალიან მძიმე. ითხოვს დაუყოვნებლივ სახალხო დამცველის ექიმების ჯგუფის შემოსვლას.
საკმაოდ დიდი მოცულობის ერბოკვერცხი პომიდვრით, წიწიბურა, სალათი. დაახლოებით ერთი და იგივე (რაციონი) იმიტომ, რომ ვიცი დიდი არჩევანი არ მაქვს, ვერ ჭამს ეს ადამიანი და მოუტანე რაც გინდა შემწვარ-მოხარშული, ვერ შეჭამს.
რაღაცა გაიჟღერა, რაც მოვიდა ჩემამდე, ყოველთვის ირიბად ვიგებ ხოლმე ყველაფერს," - განაცხადა გიული ალასანიამ.