„უკვე ძალიან გაჭიანურდა და ვფიქრობ, რომ ამ კვირაში სტრასბურგში გასაჩივრება უნდა მოხდეს, მგონი ყველაფერი მომზადებულია" განაცხადა მსჯავრდადებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.
მისივე თქმით, თითქმის ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ოჯახმა სტრასბურგში გაასაჩივროს.
„უკვე ძალიან გაჭიანურდა და ვფიქრობ, რომ ამ კვირაში სტრასბურგში გასაჩივრება უნდა მოხდეს, მგონი ყველაფერი მომზადებულია. იურიდიულად ყველაფერი მზად არის, ადვოკატებს ბოლო ინფორმაცია სჭირდებათ. თუ ობიექტურობა არსებობს, ამ ადამიანს ეკუთვნის ის, რასაც ვითხოვთ. რა მოლოდინი უნდა მქონდეს, საბედნიეროდ დღემდე მათთან გამოცდილება ურთიერთობის არ მქონია და იმედია არასდროს აღარ მექნება. მე ერთი რამ ვიცი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი კვდება იმიტომ, რომ ქვეყანა ააშენა. აი, ეს ზუსტად ვიცი.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ეს მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს. გუშინ დაცემულა, იმიტომ, რომ ვერ დადის“, - განაცხადა გიული ალასანიამ.