საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილმა დღეს გონება ორჯერ დაკარგა. მისი თქმით, ამ ფაქტს კლინიკა „ვივამედში“ თავად შეესწრო.
„ორჯერ დაკარგა გონება ადამიანმა, დღეს. მერე ბადრაგები შემოვიდნენ, ძლივს, როგორ იქნა ამ სიმაღლე ადამიანი აიყვანეს, დავაწვინეთ. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ განმეორდა და გონება მეორედ დაკარგა. მე იქ ვიყავი, იქეთ მხრიდან ექთანი იდგა, მოვახერხე ის, რომ თავი დავუჭირე იმიტომ, რომ გაიშხლართა, მთლიანად გაშავდა და ასე უგონოდ დიდხანს იყო“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
გიული ალასანია შვილის გონების დაკარგვას მის ორგანიზმში არსებულ მომწამვლელ ნივთიერებებს უკავშირებს.
„ყველაფერს ერთად ვუკავშირებ. პირველ რიგში, ვუკავშირებ იმას, რომ ადამიანი მოწამლულია და მძიმე მეტალები ისევ მის ორგანიზმშია და თავის მოქმედებას აგრძელებს. თვითონ კვების პრობლემაც არის მაგასთან დაკავშირებული. მორიგე ექიმიც იქ იყო, რა თქმა უნდა, ნახა, ძალიან ყურადღებიანი ქალბატონია. ექთანიც და ყველა ძალიან ყურადღებიანია, ბადრაგებიც გულისხმიერები არიან“, - განაცხადა გიული ალასანიამ.