არანაირი ლობისტები ჩემს შვილს არ სჭირდება, საკმარისია მისი სახელი ახსენო, რომ ყველა მზად არის დასახმარებლად - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მთელი ეს დღეები სულ მესმის ორი გავრცელებული სიტყვა, რითაც მესხმიან თავს პირდაპირ ეს ჟურნალისტები - ფარა და ლობისტები, ფარა და ლობისტები. არანაირი ლობისტები ჩემს შვილს არ სჭირდება, იმიტომ რომ საკმარისია მისი სახელი ახსენო, რომ ყველა მზად არის დასახმარებლად, ყველა!“ - განაცხადა ალასანიამ.