დავიღალე ტყუილებით, სულ მგონია კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ გავოცდე, მაგრამ საზღვარი არ აქვს ამ ყველაფერს - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„საქმე ის არის რომ მეც ძალიან დავიღალე ამ ტყუილებით და სულ მგონია, ყოველდღე, კიდევ რა უნდა მოხდეს რომ გავოცდე, მაგრამ როგორც ჩანს, საზღვარი არ აქვს ამ ყველაფერს. დღეს მაგალითად ძალიან გამაოცა ბატონმა მდინარაძემ თავისი განცხადებით, რეალობა კი სრულიად განსხვავებულია. საქმე ის არიოს, რომ როდესაც ჩემი შვილი აქ ჩამოვიდა, თავი გაწირა ფაქტობრივად. გამოკეტეს, მისი მდგომარეობა გაუარესდა და მძიმედ იყო, მე რა თქმა უნდა, ვეცადე, რომ ყველაფერი გამეკეთებინა მისი გადარჩენისთვის, ჩემს ადგილას ასე მოიქცეოდა ყველა დედა ალბათ. ერთადერთი რაც დაუყადაღებელი მქონდა, ეს იყო მამაჩემისგან დარჩენილი ქოშიგორაზე მიწის ნაკვეთი და ის გავყიდე და დავიქირავე იურიდიული კომპანია“,- განაცხადა გიული ალასანიამ.