ფული, რომლის აღებასაც „ოცნება" მარგველაშვილს ედავება, რეალურად, საინფორმაციო სააგენტოსთვის იქნა გადახდილი - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
გიული ალასანიას განმარტებით, ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, კომპანიას უნდა გაევრცელებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი კოალიციის შეიქმნას გეგმავს.
„იმ დოკუმენტში პირველი პუნქტი შეზღუდული წრისთვის იყო, კონგრესმენებისთვის და მაღალი თანამდებობის პირებისთვის, ინდივიდუალურად მიეწოდებოდათ ეს ინფორმაცია. ჩემ შვილი როცა იყო ციხეში, იქ მოწამლეს, ამას ეხებოდა პირველი პუნქტი და მეორე პუნქტი უკვე ეხებოდა იმას, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი აპირებს რომ შექმნას კოალიცია და დაეხმაროს ჩემს შვილს სიცოცხლის გადარჩენაში. ამ კომპანიამ გაავრცელა ეს ინფორმაცია 88 ქვეყანაში 11 ენაზე. ამაში იყო აღებული ეს თანხა და დარწმუნებული ვარ, ბატონმა მარგველაშვილმა არც იცოდა არაფერი ამის შესახებ, ვიდრე თქვენგან არ გაიგო“, - ამბობს ალასანია.