თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვასთან  დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა. 

“დედაქალაქის საკრებულოსა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს. თითოეული ქართველის დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ თანაგრძნობას ვუცხადებ  გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს, მთელ საქართველოს “- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.