"კიდევ ერთი სასიამოვნო სურპრიზი: მხატვარ ენდი მეყანწიშვილის საოცარი ანგელოზები, რომელთაც ჩვენს მიერ აღდგენილი ისტორიული ქართული ქსოვილის სამოსი აცვიათ " - ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია ასე ეხმაურება ისტორიულ ქართულ ქსოვილში გამოწყობილ, ნახატებზე გადმოსულ ენგელოზებს, რომლებიც ნაფარეულის N6 ნომერში ცხოვრობენ...
"ქსოვილი საქართველოდან" ვფიქრობ ჩემი და ჩემი მეგობრების (ირაკლი ზამბახიძე, ირინე საგანელიძე) ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. ჩვენს მიერ ფრესკებიდან გადმოღებული და შემდეგ დიდ ორტომეულში გაცოცხლებული ისტორიული ქსოვილი მალე გახდა პოპულარული... ჩვენი წინაპრების სამოსის ორნამენტებს დღეს უკვე ნახავ შარფებზე, ჭურჭელზე, სხვადასხვა აქსესუარზე და ა.შ.... და აი დღეს კიდევ ერთი სასიამოვნო სურპრიზი: მხატვარ ენდი მეყანწიშვილის საოცარი ანგელოზები, რომელთაც ჩვენს მიერ აღდგენილი ისტორიული ქართული ქსოვილის სამოსი აცვიათ 😍 - წერს გიორგი კალანდია და ამ პროექტთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას იხსენებს. "კიდევ ერთი საოცარი პროექტი, რომელიც ჩვენი წიგნის "ქსოვილი საქართველოდან"-ს საფუძველზე შეიქმნა, შესანიშნავმა მხატვარმა ენდი მეყანწიშვილმა თავის ულამაზეს ანგელოზებს ჩვენს მიერ აღდგენილი ისტორიული ქსოვილის სამოსი ჩააცვა🥰🥰🥰ეს ჩვენი წიგნი არაერთი იდეისა და წამოწყების საფუძველი გახდა.. აქვე პირველად ერთ ამბავს მოვყვები: როცა "ქსოვილი საქართველოდან" გამოვეცით წიგნი მაშინდელი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის კომისიას წარვუდგინეთ სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად, თუმცა გამოცემა პრეზიდენტთან არსებულმა კომისიამ დაიწუნა... გამოხდა ხანი და ჩვენმა წიგნმა ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო "ევროპა ნოსტრა" მოიპოვა, თავად წიგნი კი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა😉" - წერს ისტორიკოსი გიორგი კალანდია.