მზად არიან ყველას, ვინც მათ აზრზე არ ვართ, სამოსზე დავითის ვარსკვლავი დაგვკიდონ და ბოლოს გვჟლიტონ ისე, როგორც ამას ფაშისტები აკეთებდნენ - ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.
"რა მორალური „ბეგრაუნდი“ გაძლევთ უფლებას საქართველოს მომავალზე დღეს ისაუბროთ?!... დიახ ძალიან ვამაყობ რომ ტელეკომპანია „იმედში“ ვმუშაობ, აქაური ჟურნალისტები თვალებაცრემლებულები არ კითხულობენ საყვარელი პოლიტიკოსების წერილებს, არც ფეიკებს ავრცელებენ და არც „პოლიტ ლიდერებად“ გარდაიქმნენ....
დღეს ვიღაც არ შემდგარს მორიგი სიყალბე გაუვრცელებია, რომ თითქოსდა სტამბოლში, რომელიღაც კაფეში არ შევუშვივარ, მაგრა გამეცინა რადგან მტკნარი ტყულია, არასოდეს ასეთი რამ არ მომხდარა, პირადად მე არც არცერთ კაფეში მომნდომებია შესვლა და არც არავის უთქვამს ჩემთვის უარი.. თუმცა ამ ფეიკის ერთ-ერთ არხზე გავრცელებამ (მოგვიანებით წაუშლიათ) კიდევ ერთხელ დამანახა ჩემი „კოლეგების“ მორალური სახე, რომლებიც მზად არიან ყველას ვინც მათ აზრზე არ ვართ სამოსზე დავითის ვარსკლავი დაგვკიდონ და ბოლოს გვჟლიტონ ისე როგორც ამას ფაშისტები აკეთებდნენ (თუმცა რა მიკვირს მათგან, 1992 წლიდან ასე დუმილით არ ეგებებოდნენ განსხვავებულად მოააზროვეების მიტინგებზე ხოცვას) ...
ამ ამბავმა საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტიც გამახსენა, დღეს მავანი მის სტატუსებს აზიარებს, მისგან ჯილდოებსა და პრემიებს იღებს, არადა იყო დრო როცა მის საჯარო ბულინგს ქუჩასა თუ კაფეში სიხარულით, ან მინიმუმ დუმილით ხვდებოდნენ, მისი მხარდაჭერისთვის ჩემ ლანძღვაზე კი აღარაფერს ვამბობ.. და ბოლოს!... ბედნიერი ვარ რომ კანონი გაიწვიეს, საკუთარ ხალხს რომ მოუსმინეს.. მე კი მომავალშიც ასე მოვიქცევი აზრს მანამ არ დავაფიქსირებ სანამ საკითხს (თუ კანონს) საკუთარი თვალით არ გავეცნობი, მესმის რომ მავანი კანონის წაკითხვის სურვილმა გააბრაზა, თუმცა მე ასეთი ადამიანი ვარ, დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანი.... სწორედ ესაა ევროპელობა! საქართველოს გაუმარჯოს! არა რუსეთს და არა რუსულ ფაშიზმს!" - წერს გიორგი კალანდია.